მე ძალიან არ მინდა პრეზიდენტი კი არა, მოქალაქეც ვიყო იმ ქვეყნისა სადაც პოლიტ-პატიმრებზე არის საუბარი

მე ძალიან არ მინდა პრეზიდენტი კი არა, მოქალაქეც ვიყო იმ ქვეყნისა სადაც პოლიტ-პატიმრებზე არის საუბარი

margvelashviligiorgi„მე ძალიან არ მინდა პრეზიდენტი კი არა, მოქალაქეც ვიყო იმ ქვეყნისა სადაც პოლიტ-პატიმრებზე არის საუბარი,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა. პრეზიდენტი არსებულ პროცედურულ დარღვევებს ხედავს, მაგრამ ამბობს, რომ პოლიტ-პატიმრობაზე საუბარი არ არის და არც ევროპა საუბრობს საქართველოში ცალსახად პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე.

„ნუ შევეცდებით და ნუ დავამძიმებთ, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. ის, რომ პროცედურული დარღვევებია ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ ისაუბრა და ამას მყისიერად უპასუხა კიდეც სასამართლო სისტემამ. ისვე როგორც ეს უნდა ხდებოდეს ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, სასამართლომ იმსჯელა და კონსტიტუციური ვერდიქტი აღდგა მათი კონსტიტუციური უფლების თვალსაზრისით. ჩვენ ვხედავთ, რომ არის დარღვევები და ამისთვის გვაკრიტიკებენ, მაგრამ ეს არ არის პოლიტ-პატიმრობის თაობაზე. მე ძალიან არ მინდა პრეზიდენტი კი, არა მოქალაქეც ვიყო იმ ქვეყნისა, სადაც პოლიტ-პატიმრებზე არის საუბარი,“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი:ვხედავდი და ვხედავ სასამართლოს დისკრედიტაციას… ჩვენ ვიჭრით ტოტს, რაზეც ვზივართ
შემდეგი სტატიამერკელმა კონფლიქტის ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდა