მე საერთოდ დავკარგე სურვილი მასთან ურთიერთობის და პატარა ნდობაც კი-ირაკლი ალასანია

ბიძინა ივანიშვილი,დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანია„ამის შემდეგ დავკარგე მასთან ურთიერთობის სურვილი“ – ასე იხსენებს ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილთან პირველ შეხვედრას მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრემიერმა მეუღლის ღალატზე ცნობილი განცხადება გააკეთა. ირაკლი ალასანიამ ბიძინა ივანიშვილთან პირველი ინციდენტი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში გაიხსენა.

“ერთი-ერთზე რომ დავრჩით მქონდა ამის შესახებ საუბარი, ამას დავარქვი თავის სახელი. მე მას ვუთხარი ის რასაც კაცი კაცს ეტყოდა და მან როგორც ჩვევია ისრები სხვა პიროვნებაზე გადაიტანა. იმ დროს მე საერთოდ დავკარგე სურვილი მასთან ურთიერთობის და პატარა ნდობაც კი. მე ამ ადამიანთან ურთიერთობა მაშინ დავმთავრე, პოლიტიკური გავაგრძელე” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

“სააკშვილს არ უკადრებია ის, რაც ივანიშვილმა იკადრა” – ასე უპასუხა ირაკლი ალასანიამ ნანუკა ჟორჟოლიანს კითხვაზე ვინ უფრო ჩაერია ალასანიას პირად ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილი თუ მიხეილ სააკაშვილი.

ალასანია ივანიშვილთან დაპირისპირების დეტალებს იხსენებს. 

“ეს ვუთხარი ზუსტად რომ  სააკაშვილს არ უკადრებია ის რაც შენ იკადრე თქო, ეს ვუთხარი და ეს ძაან სამწუხაროა. მე მაშინაც სააკაშვილის უსამართლობას დავუპირისპირდი და ახლაც ივანიშვილის უსამართლობის წინააღმდეგ ვარ ბრძოლაში შესული,” – ამბობს ალასანია.

 

banner
წინა სტატიაშიკიევში ყოფილი პარლამენტარი ოლეგ კალაშნიკოვი მოკლეს
შემდეგი სტატია“ქვეყნისთვის ეს ხალხი ღირებულია”-ირაკლი ალასანია ნაციონალურ მოძრაობაზე