ექსტრემისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას განცხადებით, ისინი ისლამურ სახელმწიფოს არ აღიარებენ, თუმცა დასავლეთთან საბრძოლველად მზად არიან ძალები გააერთიანონ.
ჩვენ ხალიფატს არ ვაღიარებთ – განაცხადა ალ-ქაიდას ლიდერმა აიმან ზავახინმა ისლამურ სახელმწიფოზე საუბრისას.
ზავახირის მიმართვის აუდიოჩანაწერი ოთხშაბათს გამოქვეყნდა, მაგრამ არ არის ცნობილი როდის ჩაიწერა.
“უთანხმოების მიუხედავად, ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა შესაძლებელია” – ამბობს ზავახირი.
“ისლამური სახელმწიფოს დიდი შეცდომების მიუხედავად, მე რომ ერაყში ან სირიაში ვიყო, მეც მათთან ერთად მოვკლავდი უღმერთოებს და ჯვრის მატარებლებს, ასევე შიიტებს. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმურად არ ვაღიარებ” – განაცხადა ზავახირმა.
შეგახსენებთ, რომ ზავახირმა თალიბანის ავღანელ ლიდერს ერთგულება შეჰფიცა.