“მე ნახევრად მეგრელი ვარ,იქ ერთი ასეთი ტრადიცია აქვთ: ხელფეხს არც ისე მჭიდროდ შეგიკრავენ და გაგდებენ ღრმა წყალში, თან გეუბნებიან: „გაცურე!“

მე ნახევრად მეგრელი ვარ,იქ ერთი ასეთი ტრადიცია აქვთ: ხელფეხს არც ისე მჭიდროდ შეგიკრავენ და გაგდებენ ღრმა წყალში, თან გეუბნებიან: „გაცურე!“

პუტინის მთავარი მოკავშირეები არიან ის ჩინოვნიკები ვინც ქრთამს იღებენ„შუსტერ ლაივში“ გამოსვლის დროს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომ ოდესის ოლქში კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება ხელისუფლების ვერტიკალიდან უნდა მოდიოდეს.

„ოდესაში ხალხი ელის ცვლილებებს. იქ, სადაც კორუფცია მეფობდა ადრე, ის უნდა აღმოიფხვრას. ნებისმიერი ოდესელი და აგერ, ახალი პოლიციის უფროსიც გეტყვით, რომ პოლიცია ოდესაში სიგარეტის და ნარკოტიკების კონტრაბანდით იყო დაკავებული, რომ მებაჟეები ქრთამს იღებდნენ – ამის დასამარცხებლად პოლიტიკური ნებაა საჭირო და ჩვენ შევძლებთ ამას.

მე გაძლევთ პირობას, თუ გნებავთ, კონტრაქტიც გავაფორმოთ: ექვსი თვის განმავლობაში, რეფორმების პირობებში, ოდესიდან ბიუჯეტში შემოსავალი გაორმაგდება, ხოლო წელიწადში-წელიწადნახევარში – გასამმაგდება. ესაა ჩემი სიტყვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ხელფეხი კი არ მქონდეს შეკრული, არამედ პირიქით…

იცით, მე ნახევრად მეგრელი ვარ – არის ასეთი კუთხე საქართველოში, ძველი კოლხების და იქ ერთი ასეთი ტრადიცია აქვთ: ხელფეხს არც ისე მჭიდროდ შეგიკრავენ და გაგდებენ ღრმა წყალში, თან გეუბნებიან: „გაცურე!“ ჩვენი წინაპრები ახერხებდნენ ცურვის სწავლას ამ მეთოდით, მაგრამ ამას დრო სჭირდება, რაც ჩვენ, უკრაინაში, არ გვაქვს. ამიტომ, საჭიროა არა ის, რომ მე ხელ-ფეხი მქონდეს შეკრული, არამედ – პირიქით… ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოვა!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი–პუტინის მთავარი მოკავშირეები არიან ის ჩინოვნიკები ვინც ქრთამს იღებენ
შემდეგი სტატიადღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება