,,მე მსხვერპლი ვარ,, აცხადებს ნატაშა კარალიოვა

ცნობილი რუსი მომღერალი და რუსეთის სახალხო არტისტი ნატაშა კარალიოვა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელებული მისი პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო კადრების გამო, სახალხო არტისტის წოდების ჩამორთმევა ემუქრებოდა, აცხადებს რომ ჰაკერული შეტევის მსხვერპლი გახდა.

კარალიოვას განცხადებით, ჰაკერებმა მის კომპიუტერში შეღწევა მოახერხეს და პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი ვიდეო და ფოტო მასალები მოიპარეს… ხოლო შემდგომ უკანონოდ ქსელში განათავსეს.

,,მე სასირცხვილო არაფერი მაქვს, რადგან უზნეობა არ ჩამიდენია… მე მსხვერპლი გავხდი და დარწმნუნებული ვარ, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებია,, განაცხადა კარალიოვამ, რომელიც მისივე განცხადებით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად გადატანილი სტრესის შემდეგ პსიქოპათოლოგთან მკურნალიობას გადიოდა.

რუსეთის დუმის სკანდალურად ცნობილმა დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა, რომელიც უღირსი საზოგადოებრივი საქციელის გამო კარალიოვას მიმართ სახალხო არტისტის წოდების ჩამორთმევას ითხოვდა, ახალი გარემოებების გამომზეურების შემდეგ მის მიმართ აზრი შეიცვალა და სიბრალულის გრძნობა გაუჩნდა…
,,მას ხომ არაფერი დაუშავებია… ის ჰაკერების მსხვერპლი გახდა,, აცხადებს მილონოვი და აპირებს რომ კარალიოვას ,,მაგარი ანტივირუსი,, აჩუქოს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში სხდომა ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაარასამთავრობო სექტორი საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მნიშვნელოვანს უწოდებს