“მე მას მხარს დავუჭერ”-შალვა შავგულიძე ნინო გვენეტაძეზე

“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი, დეპუტატი შალვა შავგულიძე, რომელიც ერთ-ერთი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის წარდგენილ კანდიდატთა შორის, ნინო გვენეტაძის დასახელებას მიესალმება და აცხადებს, რომ გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

შალვა შავგულიძის შეფასებით, პრეზიდენტმა პარლამენტს კვალიფიციური კანდიდატურა შესთავაზა.

“ნინო გვენეტაძემ იცის სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი და ყველაფერს გააკეთებს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის. გვენეტაძეს აქვს უნარი, კარგი კომუნიკაცია დაამყაროს სახელისუფლებო შტოებს შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. მე მას მხარს დავუჭერ”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშიაბაშიძე-კარასინის შეხვედრა თებერვლის ბოლოს შედგება
შემდეგი სტატიალენინს ახალ კოსტიუმში გამოაწყობენ