მე იმედიანად ვარ, აუცილებლად მოვიგებთ! – ქიბარ ხალვაშის პირველი კოემნტარი

ქიბარ ხალვაში 2010 წელს ტელეკომპანია

„მე იმედიანად ვარ. ამ საქმეს აუცილებლად მოვიგებთ“ – აცხადებს  ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომლის სარჩელის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ქონება სრულად დააყადაღა.

„თუ სასამართლო დაადგენს რომ მე ჩემი ნების წინააღმდეგ დამათმობინეს წილი, შემდგომი გარიგებები კი ფიქტიური იყო, რაც მთელმა საქართველომ იცის, თუ მოსამართლეზე არ იძალადეს ნაცებმა თავიანთი ლობით, ამ საქმეს აუცილებლად მოვიგებთ“- აცხადებს ქიბარ ხალვაში.

– ბატონო ქიბარ, აქამდე რატომ არ შეიტანეთ სარჩელიმ თუკი თვლიდით, რომ წილი ნების საწინააღმდეგოდ დაგათმობინეს?

– აქამდეც არაერთხელ მივმართე სამართლებრივ ზომებს. პირველი სარჩელი 2008 წლის დეკემბერში შევიტანე. მეორე 2009 წელს, მერე 2013 წლის დასაწყისში …. არანაირი რეაგირება რომ არ განახორციელეს, პირდაპირ სასამართლოს მივმართე.

წყარო: ipress.ge

banner
წინა სტატიაშივენაში მე-12 საერთაშორისო გენერალურ საპარლამენტო კონფერენციაზე, ადამიანის უფლებების დაცვისა და ლტოლვილების პრობლემების განხილვა გრძელდება.
შემდეგი სტატია„ნაციონალურ მოძრაობაში“ სექტემბრიდან საშუალო და დაბალი რგოლი აჯანყდება