“მე თქვენ წვლილს მაღალ შეფასებას ვაძლევ და ყოველივე კარგს გისურვებთ, ძვირფასო მეომრებო”

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, საქართველოს მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მისიაში უმნიშნელოვანესია მთელი მსოფლიოსთვის.

როგორც ტუსკმა განაცხადა, ის ძალიან ამაყობს ქართული ჯარით.

“ძვირფასო თავდაცვის მინისტრო, ჯარისკაცებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სამსახურისთვის, რომელსაც ევროპას უწევთ მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად საზღვარგარეთ. თქვენმა დაძაბულმა შრომამ, თავგანწირვამ, ევროკავშირში მაღალი შეფასება მიიღო და მე პირადად, ძლიერ ვამაყობ თქვენით. თქვენი ღვაწლით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. თქვენ უნდა გიმადლოდეთ, თქვენ მზაობას, თქვენს სიამმაცეს, თქვენ ერთგულებას. საქართველო აქედან გამომდინარე, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი გახლავთ მსოფლიოში საერთაშორისო სოლიდარობისა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ჩვენი სამხედრო ოპერაციები ცენტრარლურ აფრიკაში ქმნის უსაფრთხოებას, ეხმარება ადგილობირ მოსახლეობას, ეხმარება იმაში, რომ ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს მათთან. საქართველოს მონაწილეობა ოპერაციაში ყველაზე დიდი კონტიგენტის სახით გახლდათ წინაპირობა საქართველოს წარმატებისა. მივესალმები თქვენი ქვეყნის გადაწყვეტილებას, ჩართული იყოს დაუყოვნებლივი რეაგირების მონაწილეობის თვალსაზრისით ცენტრალური აფრიკის ოპერაციაში. ერთად ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევთ. მე თქვენ წვლილს მაღალ შეფასებას ვაძლევ და ყოველივე კარგს გისურვებთ ძვირფასო მეომრებო”, – აღნიშნა ტუსკმა.

banner
წინა სტატიაშისაზაფხულო ბაგა-ბაღებში 9500-მდე ბავშვია დარეგისტრირებული
შემდეგი სტატია“ევროპაში ყოფილა აღმართული კედლები, რომელიც ადამიანებს და სახელმწოფოებს ჰყოფს”