„მე თუ უმრავლესობით მოვედი პოლიტიკაში, პირველი რიგის ამოცანად სწორედ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება იქნება“

გიგი უგულავა გადაცემა არჩევანთან სასამართლო სფეროში დღეს არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. მისი თქმით, მის საქმეზე სასამართლო სისტემა აღმოჩნდა გამოუვალ მდგომარეობაში.

„სასამართლოზე ხელისუფლების ზეწოლაზე უფრო ცუდი ცდუნება საზოგადოების აზრის ზეწოლაა, რასაც დღეს განიცდის ეს სისტემა,“ – ამბობს გიგი უგულავა.

გიგი უგულავა ციხეში ყოფნისას ყველაზე მეტად იურიდიული სფეროს ლიტერატურას ეცნობა და ასკვნის, რომ არსებული სასამართლო სისტემის გამოსავალი არის ნაფიცი მსაჯულების სისტემის გაძლიერება. ნაფიც მსაჯულებზე საუბრისას კი უგულავამ ჟვანიას საქმეც გაიხსენა.

უგულავა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ სისტემის გაძლიერებას აპირებს.

„მე თუ შანსი მექნა და უმრავლესობით მოვედი პოლიტიკაში, პირველი რიგის ამოცანად სწორედ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება იქნება,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – გიგი უგულავას საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდებით
შემდეგი სტატია„ამას ჩრდილოეთ კორეაც ვერ ამბობს“ – უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს