მე ვნახე “ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტიკური კრუნჩხვები

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნია

მე ვნახე “ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტიკური კრუნჩხვები და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ამასაც ვერ მიიტანენ.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გამართული აქციის შეფასებისას განუცხადა.
“პირველ რიგში ალბათ უნდა გავაანალიზოთ, თუ რა აქციასთან გვაქონდა საქმე, ანუ რა მიზანი ჰქონდა “ნაციონალური მოძრობას”, როდესაც ამ აქციის ორგანიზებას ახდენდა. ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის გადადგომას ვერ შეძლებს, ყველამ კარგად იცის და პირველ რიგში, თავად ძალიან კარგად იციან. “ნაციონალური მოძრაობის” დაკრულზე რომ ჩვენი ქვეყანა აღარ ივლის, მე მგონი, ესეც რთულად გასაგები არ არის. ჩემი აზრით, მათი შეკრების მიზანი იყო იმ აქტივის შენარჩუნება, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” წინა მმართველობიდან მოყოლებული ინერციით შერჩა. მათი მიზანი იყო, რომ აქტივი შეენარჩუნებინათ, შეეკრიბათ და ისეთი სურათი შეექმნათ, თუნდაც მოდელირებული, რომ გარკვეულ ძალას წარმოადგენენ”, – განაცხადა სესიაშვილმა.
მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს პრეტენზია, რომ ნომერ პირველი ოპოზიციაა.
“ოპოზიციამ, რომელსაც აქვს პრეტენზია ნომერ პირველ ოპოზიციონერობაზე, რომელმაც ერთი თვით ადრე დაანონსა ეს აქცია, რეგიონებში იარა და ხალხის მობილიზაციას შეეცადა; რეკლამები გაუშვა, დიდი ფული დახარჯა და მათ მიერ კონტროლირებადი მთელი მედიასაშუალებები გამოიყენა ტემპერატურის ასაწევად, ჩემი აზრით, 12 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა. ეს ყველაფერი მარტივად რომ შევაფასოთ – დღეს მე ვნახე “ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტიკური კრუნჩხვები

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა”, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, პოლიტიკური შერიგების პირობას დებს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” დაძახილზე ნორმალური საზოგადოება არ მივა