მე ვერ წარმომიდგენია, რომ აფხაზები ჩასხდებიან მატარებელში და ჩვენთან გამოიქცევიან თბილისში-თორნიკე შარაშენიძე

მე ვერ წარმომიდგენია, რომ აფხაზები ჩასხდებიან მატარებელში და ჩვენთან გამოიქცევიან თბილისში-თორნიკე შარაშენიძე

 მე ვერ წარმომიდგენია, რომ აფხაზები ჩასხდებიან მატარებელში და ჩვენთან გამოიქცევიან თბილისში-თორნიკე შარაშენიძესაერთაშორისო საკითხების ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის აზრით, აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა აზერბაიჯანთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს.
როგორც შარაშენიძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რუსეთ-საქართველოს რკინიგზის გახსნა აფხაზეთის გავლით არის ჩვენთვის დამაზარალებელი და საქართველოს არანაირი ხეირი არ ექნება.
“ეს მხოლოდ და მხოლოდ გაგვიფუჭებს ურთიერთობას ჩვენს პარტნიორ აზერბაიჯანთან, არანაირად არ დაგვეხმარება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. მე ვერ წარმომიდგენია, რომ აფხაზები ჩასხდებიან მატარებელში და ჩვენთან გამოიქცევიან თბილისში, ეს აბსურდია. რკინიგზის გახსნა დაეხმარება რუსეთს, რომ რაღაცნაირად კიდევ უფრო გაიმტკიცოს თავისი პოზიცია კავკასიაში, აამოქმედებს კიდევ ერთ სარკინიგზო ხაზს, რომლითაც დაუკავშირდება სომხეთს, სადაც სამხედრო ბაზა აქვს განგალებული. თუ ვინმე მეტყვის, რომ ამაში ჩვენთვის რაიმე პლუსია, სიამოვნებით მოვუსმენ, მაგრამ არანაირი პლუსები არ არის”, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის ინფორმაციით, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი დღეს პრაღაში, აბაშიძე-კარასინის ფორმატში შეხვედრაზე განიხილეს.

banner
წინა სტატიაში„ნატო-ს გაფართოება წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის“-გრიგორი კარასინი
შემდეგი სტატიავინ აძლევს ბატონ აბაშიძეს ამ დავალებას–ნიკა რურუა