მე დავბრუნდები საქართველოში მალე!

მე არ ვაპირებთ შევეგუო უკანონობას- მიხეილ სააკაშვილი

რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში"„იმ მომენტისთვის, როცა მე დავბრუნდები საქართველოში და დარწმუნებული ვარ ეს იქნება ბევრად უფრო მალე, ხალხი გააუქმებინებს მათ სისხლის სამართლის საქმესაც და ასევე გააუქმებინებს მათ მოქალაქეობის ჩამორთმევასაც.

ედუარდ შევარდნაძე არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როცა ჩამოვიდა, არც ივანიშვილი ყოფილა მოქალაქე, როცა დარბოდა და ატარებდა საარჩევნო კამპანიას და გახდა საქართველოს ლიდერი.

მოქალაქეობა არავისთვის არ ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება“- ამბობს სააკაშვილი.

– “მე მქონდა ეს ქართული ოცნება და მე მომპარა ამ კვაჭი კვაჭანტირაძემ…. როდესაც მოვა ნორმალური მთავრობა საქართველოში არავის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღიძრას. ერთადერთი ვინც სოლიდურად უნდა აგოს პასუხი ამ ყველაფერზე, არის ივანიშვილი. ისეთი მაგარი პრაქტიკა მივიღე ეხლა აქ, იანუკოვიჩის ფულის დაბრუნების, ივანიშვილის ფულს ამოვიღებ ზიმბაბვეშიც რომ დამალოს.

ყველა სახელმწიფო მომსახურება, პრაქტიკულად გადავიდა “ქართუ ბანკში” – ამას ჰქვია ქვეყნის პრივატიზაცია და უმოწყალოდ ძარცვა”- აცხადებს მიხეილ სააკაშვვილი.

ციტატების ამონარიდი მიხეილ სააკაშვილის ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც რუსთავი2- ის ეთერში, გიორგი გაბუნიას გადაცემა “არჩევანში” 2 ივნისს გავა.

banner
წინა სტატიაშინიკო ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით’” ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა
შემდეგი სტატიააფხაზეთში გასამართლებულ პირებს რუსეთი აფხაზებს გადასცემს