მე არ მინდა ისეთი ევროპა, რომელიც რუსეთის მტერია – აცხადებს ორბანი

orban-and-pu_20140117090026297უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს მიაჩნია, რომ ევროპის მომავალი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზეა დამოკიდებული და ამიტომ საკითხის დასმა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის იზოლაციაზე, უარყოფილი უნდა იქნას.

,,არიან ისეთები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუსეთი იზოლირებულ უნდა იქნას ევროპასთან ეკონომიკურ ურთიერთობებში. ისინი საკითხსა სვამენ ასე, უნდა ამოირჩიო ან ევროპული ერთიანობა ან რუსეთი. ასეთ ცუდ კითხვაზე საჭიროა გაიცეს ცუდი პასუხი… ასეთ სიტუაციაში თავად შეკითხვა უნდა ვუარყოთ,, განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ორბანის სიტყვებით, როცა ევროპელები არკვევენ თავიანთ დამოკიდებულებას რუსეთთან ურთიერთობებში, ისინი მაშინ იღებენ გადაწყვეტილებას არა რუსეთის შესახებ, არამედ გადაწყვეტილებას ევროპის მომავალზე.

,,მე არ მინდა ვიცხოვრო ისეთ ევროპაში, რომელიც რუსეთთან ცივ ომს აწარმოებს. რომელიც ევროპელებისაგან რუსეთის მტერს ქმნის,, აცხადებს ორბანი.
უნგრეთის პრემიერმა, რომელმაც 2 დღის რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გულთბილად უმასპინძლა, აგრეთვე განაცხადა, რომ მხარს უჭერს პუტინის ინიციატივას ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანის მოუწევს, გეგი ნიჟარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლოს
შემდეგი სტატიაგეგი ნიჟრაძე ნიკა მელიას ბრალდებას პასუხობს