„მე არ მინდა გავიმეორო „შოკი“, „შოკუნია“, ეს არ არის ჩემი ტერმინები–კახი კალაძე

kaladzeენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, არავინ დაობს იმაზე, რომ ლარის დევალვაციამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა ქვეყნის მოსახლეობას. ამის შესახებ კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სოციალური ფონი ძალიან მძიმეა და მოქალაქეებს ძალიან უჭირთ.

„მგონი, არავინ დაობს იმაზე, რომ ლარის დევალვაციამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა ქვეყნის მოსახლეობას. ძალიან მძიმეა სოციალური ფონი. ძალიან უჭირთ ადამიანებს და დაუმძიმდათ იმ პირობებში, როდესაც ლარი გაუფასურდა, ძალიან ბევრი ადამიანია ქვეყანაში, რომელსაც სესხი დოლარში აქვს აღებული და სესხის დაფარვა უწევს გაუფასურებული ლარის პირობებში.

ეს არ არის შიდა მიმდინარე პროცესებით განპირობებული. ვსვამ შეკითხვას – იმით, რომ დღეს გადაყენებული ყოფილიყო ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პრობლემა მოგვარებული იქნებოდა?!“ – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებას, რომ ლართან დაკავშირებული პრობლემები პატარა „შოკუნიები“ იყო, ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ეს მისი ტერმინები არ არის, თუმცა პრობლემა, რაც შეიქმნა ლართან დაკავშირებით, ძალიან მძიმე იყო ქვეყნის მოსახლეობისთვის.

„მე არ მინდა გავიმეორო „შოკი“, „შოკუნია“, ეს არ არის ჩემი ტერმინები. პრობლემა, რომელიც შეიქმნა ლართან დაკავშირებით, ეს ძალიან მძიმე იყო ქვეყნის მოსახლეობისთვის. ამაზე ღიად ვსაუბრობ და ყველამ იცის, რომ პრობლემაა. თუმცა, ეკონომიკური გუნდის მინისტრების გადაყენება ჩვენი ხრიდან, ეს იქნებოდა პოპულისტური ნაბიჯები.

ვიცით, რომ არსებობს პრობლემა და გუნდი იმისთვისაა გუნდი, რომ ერთობლივად შევძლებთ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ძალიან მძიმე სიტუაციაა, მაგრამ უკვე არსებობს საფუძველი იმისა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყოს ლარის გამყარება“,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა კარგი პრეცედენტია–ბიძინა ივანიშვილი
შემდეგი სტატიაის, რომ ეკლესიის მსახურმა სიჩქარეს გადააჭარბა,ავარიაც მოახდინა და ეს დავფაროთ,არაფერი ვთქვათ, ეს არ არის სწორი–ბიძინა ივანიშვილი