მე აბსოლუტურად ვეთანხმები საზოგადოების ამ ნაწილს, ვინც თვლის, რომ ტენდერი აღარ არის ტენდერი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახლადდანიშნული მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით ტენდერების საკითხი შესასწავლია და გარკვეულია ზომებია გასატარებელი იმისთვის, რომ აზოგადოებაში კორუფციასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს. ჯავახიშვილის თქმით მასმინისტრის მოადგილეობის პერიოდში, სამინისტროს მიერ ჩატარებულ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვი ჰქონდა რომ პროცესი გამჭვირვალედ არ მიმდინარეობდა, რადგანაც აღნიშნულ ტენდერებში ერთი კომპანია იმარჯვებდა.„ყველაფერს გავაკეთებ გუნდთან ერთად, რომ ვარდნა არ იყოს. ზრდაზე ცოტა რთულია დღეს საუბარი, თუმცა მთავარია, რომ პროცესი იყოს უფრო გამჭვირვალე, უფრო სამართლიანი და უფრო ეფექტურად დაიხარჯოს სახელმწიფო სახსრები, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, სამი-ოთხი ტენდერი ჩაშალა, რადგანაც პროცესში მხოლოდ ერთი მონაწილე იყო. რაც მთავარია არ იყო არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება აქ ერთი მონაწილე იყოს. ეს საკითხი შესასწავლია და რაღაც ზომებია გასატარებელი, რომ ეს არაკონკურენტუნარიანი გარემო შეიცვალოს“, – განაცხადა ჯავახიშვილმა

მე აბსოლუტურად ვეთანხმები საზოგადოების ამ ნაწილს, ვინც თვლის, რომ ტენდერი აღარ არის ტენდერი, თუ იქ მხოლოდ ერთი მონაწილეა. თუმცა საქმე არ გავაკეთოთ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ერთი მონაწილეა _ ესეც რთულია. მე მომიწია ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამი თუ ოთხი ტენდერის ჩაშლა”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, ჯავახიშვილის თქმით, ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებას არ გეგმავს და ყველა პროფესიონალი საკუთარ პოსტს შეინარჩუნებს.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი EPF-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული
შემდეგი სტატიაბესიკ ხარძიანის ქალიშვილი პროკურატურამ განმეორებით დაკითხა