მეხანძრეებმა ატომური წყალქვეშა ნავის ჩაძირვა გადაწყვიტეს

ატომური წყალქვეშა ნავის „არიოლი“ ხანძრის ჩაქრობის შტაბმა მისი ჩაძირვის გადაწყვეტილება მიიღო, რომ ცეცხლის ლიკვიდაცია შეძლონ – განაცხადეს გაერთიანებული გემთმშენებლობის კორპორაციაში.
„მიმდინარე მომენტში მიმდინარეობს წყალქვეშა ნავის წყლით ავსების ოპერაცია, რომ ცეცხლის ჩაქრობა სრულად გახდეს შეასაძლებელი“ – განაცხადა კორპორაციის პრეს-სამსახურმა ილია ჟიტომირსკიმ.
ცეცხლი წყალქვეშა ნავის ქვედა ნაწილში გაჩნდა, რაც მისი სრულად ჩაქრობის საშუალებას არ იძლევა.
ატომური წყალქვეშა ნავი „არიოლი“ უკვე რამდენიმე წელია რემონტზეა. როგორც იტყობინებიან, ცეცხლი ნავის ერთ-ერთი ნაწილის შეკეთებისას გაჩნდა.
გემთშემკეთებელ ქარხანაში ბოლო ათი წლის მანძილზე ეს უკვე ცეცხლის გაჩენის მეექვსე შემთხვევაა, რუსეთში კი – მეათე.

banner
წინა სტატიაშიკარასინმა საქართველოზე ვრცლად ისაუბრა
შემდეგი სტატია,,სილქნეტი,, არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ – აცხადებს რომან გოცირიძე