მეცნიერებმა ობობების “სიყვარულის სიმღერა” ჩაიწერეს

აშშ-ს ცინცინატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პერკუსიული ხმოვანი სიგნალები დააფიქსირეს, რომელსაც ე.წ. ობობა-მგლები (Gladicosa gulosa) იყენებენ მდედრი ობობების მოსაზიდად. ცნობილია, რომ ობობებს სმენა არ აქვთ, მაგრამ მეცნიერებმა მამრების “ძახილი” ჩაიწერეს, რასაც ისინი ფოთლების მეშვეობით გამოსცემენ. ობობები გამხმარ ფოთლებზე ვიბრირებენ და გამოსცემენ ხმებს, რომელსაც მდედრები იჭერენ. ალექსანდრ სბეგერმა და პროფესორმა ჯორჯ უეტსმა ყოველწლიურ ამერიკულ სამეცნიერო აკუსტიკურ შეკრებაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს, მათი აზრით, აღმოჩენა შესაძლებელია ევოლუციურ ვიბრაციაზე დამოკიდებული კომუნიკაციის უკეთ გაგებაში დაეხმაროს მეცნიერებს. როცა მეცნიერებმა ობობის ამ სახეობის გამოკვლევა დაიწყეს, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში ბინადრობს, აღმოაჩინეს, რომ უკვე არსებობს სამეცნიერო მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გარკვეულ ხმებს გამოსცემენ – ეკოლოგები ყვებიან ობობების “ჩუმ გუნდზე,” რომელის “სიმღერაც” მათ აშშ-ს ტყეებში გაიგეს. ობობების უმეტესობა ქმნის და იჭერს ფიზიკური ვიბრაციის ხმებს, რომელსაც მეორე ობობის შეხებით, ან მტაცებლის ან მსხვერპლის დახმარებით იგებს.

“გადავწყვიტე გამეგო, იყენებს თუ არა ობობების ეს სახეობა ჰაერში ხმების გადაცემის გზებს” – თქვა ანექსანდრ სვეგერმა. მან და მისმა კოლეგებმა მცირე ხმისჩამწერი სტუდია გააკეთეს, მასში მამრი ობობები მოათავსეს და ჩაიწერეს ხმები, რომელსაც ისინი გამოსცემენ. მეცნიერებმა მდედრი ობობების სუნი გამოიყენეს ობობა-მგლებში ვიბროსიგნალიზაციის გამოსაწვევად. ჩაიწერეს რა ხმები, მეცნიერებმა ის მდედრ-ობობებს მოასმენინეს, ამ შემთხვევაში ხმები მხოლოდ ჰაერით გადადიოდა და ფიზიკური ვიბრაცია, რომელსაც მამრები ქმნიან, არ გამოყენებულა. ჯამში გაირკვა, რომ “სერენადები” მხოლოდ მაშინ მოქმედებენ თუკი ობობები ფოთლებზე ან მსგავს ზედაპირზე იმყოფებიან, რომლითაც ადვილად ხდება ვიბრაციის გადატანა. ეს ეხება როგორც შექმნილ ვიბრაციას, ასევე რეციპიენტს. მეცნიერები იმედს გამოთქვამენ, რომ შეძლებენ გამოარკვიონ შესაძლებელია თუ არა ხავსით გადაიცეს ბგერები და შეუძლია თუ არა აღმოჩენას პასუხი გასცეს საიდუმლოებას, რომელიც ადრეული ეტაპის ხმოვან კომუნიკაციებს ეხება.

banner
წინა სტატიაშიჩვენ არ უნდა დავივიწყოთ წარსული, მაგრამ ორინეტირებულნი უნდა ვიყოთ მომავალზე
შემდეგი სტატიახობში შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს