მეცნიერები: თუკი ზურგი გტკივათ, ესე იგი „შიმპანზეს ხერხემალი“ გაქვთ

„ადამიანებს, რომლთაც ზურგი ტკივათ, ხერხემლის ისეთი წყობა აქვთ, რომელიც დამახასიათებელი იყო მათი შორეული წინაპრისთვის, შიმპანზესთვის“ – ასეთია სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ჯგუფების საერთო დასკვნა.
ხერხემლის გამრუდებას მისი დისკებს შორის ხარვეზი წარმოშობს. ხერხემლის ფორმა ევოლუციის შედეგად შეიცვალა, როცა ადამიანებმა ორ ფეხზე დაიწყეს სიარული.
მკვლევარები ამბობენ, რომ ეს მონაცემები ექიმებს ზუსტი დიაგნოზის დადგენაში უნდა დაეხმარონ – პაციენტთა რა კატეგორიას შეიძლება ხერხემლის პრობლემები შეექმნას.
კვლევები გამომცემლობა BMC Evolutionary Biology-მ გამოაქვეყნა და მასში შოტლანდიის, ისლანდიის და კანადის მეცნიერები მუშაობდნენ.

banner
წინა სტატიაშიGoogle-მა ე.წ. პატენტის ტროლებს შეუტია
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3087 ლარი გახდა