მეცნიერები: ერთიდაიმავე ასაკის ადამიანები სხვადასხვა სისწრაფით ბერდებიან

ერთიდაიმავე ასაკის ადამიანები სხვადასხვა სისწრაფით ბერდებიან – ნათქვამია მეცნიერების კვლევაში, რომელიც ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
38 წლის წინ დაბადებული ზოგიერთი ადამიანის ბიოლოგიური ასაკი საპენსიოსას უტოლდება.

მეცნიერები 954 ადამიანზე ახდენდნენ დაკვირვებას. ისინი 1972-1973 წლებში არიან დაბადებულები.
კვლევებმა 18 ბიოლოგიური მარკერი დააფიქსირა.

მეცნიერებს ღვიძლის, თირკმლების, ქოლესტერინის დონეები და სხვა მაჩვენებლები აინტერესებდათ.
შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ კველევებში მონაწილე 38 წლის ზოგიერთი პიროვნების ბიოლოგიური ასაკი ზოგ შემთხვევაში 28 წელს ემთხვეოდა, ზოგჯერ კი 60.
“ბიოლოგიურად დაბერებული ადამიანები” ცუდად გამოიყურებიან და ენერგია არა აქვთ” – ამბობს კვლევების ერთ-ერთი მონაწილე მეცნიერი ტერი მოფიტი დიუკის უნივერსიტეტიდან.

მისი თქმით, როცა ასაკს კალენდარულ მაჩვენებლად ვიღებთ, შეცდომაა.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი 12 წლის მანძილზე საერთოდ არ შეცვლილა, ზოგიერთები კი ერთ წელიწადში სამი წლით ბერდებოდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, ადამიანის ბიოლოგიური დაბერების პროცესი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება თუ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსაკუთრებით გამოირჩევა.
“ყველა შემთხვევაში, როცა ჩვენი კრიტერიუმი კალენდარული ასაკია, შეცდომას ჩავდივართ. ბიოლოგიურ ასაკს რომ ვეყრდნობოდეთ ჩვენი საზოგადოება მეტად სამართლიანი და ეგალიტარული იქნებოდა” – ამბობს პროფესორი მოფიტი. მისი თქმით, მაგალითად ხშირად ხდება ადამიანის პენსიაზე გაშვება მაშინ, როცა მისი ასაკი საპენსიოა, ბიოლოგიურად კი ის 20 წლით პატარაა ასაკთან შედარებით – ამობობს მეცნიერი.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის პრესსამსახური მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: მე ასე არ ვუყურებ, რომ იქ ყველა ბედნიერია