11 სექტემბერს (11/09) საუდის არაბეთში, მუსულმანთა წმინდა ქალაქ მექაში მდებარე ყველაზე დიდ მეჩეთს ,,მესჯით ალ-ჰარამს,, (,,აკრძალული მეჩეთი,,) ძლიერი ქარის გამო წაქცეული კოშკურა ამწე დაეცა, რასაც ათეულობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა…
გავრცელებული ინფორმაციით, 65 ადამიანი დაღუპულია და 180-მდე დაშავებული… დაღუპულთა უმეტესობა მექაში ჩასული მუსლიმი მომლოცველები არიან და ისინი მეჩეთში ლოცვის დროს დაიღუპნენ.
,,ალ-ჰარამი,, მსოფლიოში უდიდესი მეჩეთია, რომლის შიდა ეზოში 1 მილიონზე მეტი ადამიანი ეტევა… და რომლის ეზოს შუაგულში მდებარეობს მუსულმანთა სიწმინდე ქააბა. მეჩეთი უკვე 2 წელია რესტავრაციაზე იმყოფება, რის გამოც მის ირგვლივ რამდენიმე მაღალი კოშკურა ამწე იდგა.
www.timer.ge
/იხილეთ ტრაგიკული შემთხვევის ამსახველი 2 ვიდეო/+18/