მერკელი რუსეთს ევროპის წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებს

ანგელა მერკელმა რუსეთი ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბებული მშვიდობისა და წესრიგის დაარღვევაში დაადანაშაულა.

განცხადება გერმანიის კანცლერმა დავოსში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

ევროპელი ლიდერის თქმით, ყირიმის ანექსიით დაირღვა ევროპული წყობის საბაზისო პრინციპები, რომელიც საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გულისხმობს.

ანგელა მერკელმა მიუთითა მოსკოვს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი მას უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტორის როლს აკისრებს. გერმანიის ლიდერმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის დაწესებული საქნციები გარდაუვალი ნაბიჯი იყო და შეზღუდვები იქამდე დარჩება ძალაში, ვიდრე რუსეთი პოზიციას არ შეცვლის.

banner
წინა სტატიაშიმძარცველებმა ბათუმში შუახნის ქალი დაჭრეს
შემდეგი სტატია“ხელისუფლება ფუნქციებს ვერ ასრულებს”- დავით თევზაძე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის