მერკელი მოლდოვაში უკრაინის სცენარის გამეორებას არ ელის

ანგელა მერკელი იმედოვნებს, რომ მოლდოვაში უკრაინის სცენარი არ განმეორდება.

განცხადება ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბერლინში, რუმინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე გააკეთა.

ანგელა მერკელის თქმით, სიტუაციის სტაბილიზების მიზნით, საერთაშორისო გაერთიანების მცდელობების მიუხედავად, დნესტრისპირეთის პრობლემა ამ დრომდე რჩება.

ჟურნალისტებმა ანგელა მერკელს ისიც ჰკითხეს, იმოქმედებს თუ არა რუსეთი დნესტრისპირეთთან მიმართებაში უკრაინის მსგავსად.

“იმედი გვაქვს, რომ არა. ჩვენ ახლა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის პროცესში ვართ, რომელიც ხანგრძლივად გრძელდება, ასე რომ შეგვიძლია გავაგრძელოთ ის, რაზეც საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად, სექტემბერში მინსკში შეხვედრის დროს შევთანხმდით,” – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიარა განცხადება გაავრცელა ფედერიკა მოგერინიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ?