მერკელი: ევროპას ჯერ არ მოუგვარებია მიგრანტების კრიზისი

გერმანიაში მერკელის სატელეფონო მოსმენების საქმე დაიხურა

გერმანიაში მერკელის სატელეფონო მოსმენების საქმე დაიხურაგერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მასობრივი მიგრაციის კრიზისის მოგვარებას ევროპა კიდევ დიდი ხანი ვერ შეძლებს. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების ახლანდელი მიდგომები განსაზღვრავს ევროპის მომავალს.

ბუნდესტაგში გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ ოთხშაბათს მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ პირველი ნაბიჯია, და რომ მიგრანტების მხოლოდ ევროკავშიერის ქვეყნებში გადანაწილება პრობლემას ვერ მოაგვარებს.
ამავე დროს, მიგრანტების ევროპაში შემოსვლა გრძელდება. უნგრეთის გუშინდელი განცხადებით, დღე-ღამეში შემომსვლელთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 10046 ადამიანი. მიმდინარე წელს დაახლოებით ნახევარი მილიონი მიგრანტი შემოვიდა ევროპაში.
ევროკომისიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ თუკი მთავრობა კრიზისს ვერ გაუმკლავდება, შედეგად შეიძლება ევროპაში გაზრდილი ექსტრემიზმი მივიღოთ.
“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროპას არა მხოლოს დროებითი ზომების მიღება უნდა, არამედ – მუდმივი მექანიზმი, რომელიც ლტოლვილების ევროკავშირის ქვეყნებში დროულ გადანაწილებას მოახერხებს” – განაცხადა მერკელმა გერმანიის პარლამენტში.
«პირველი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა ჯერ შორს ვართ მიზნისგან» – დასძინა მან.
ევროპის ლიდერებმა ბრიუსელის მოლაპარაკებებისას მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტეს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც სირიის მეზობლად მდებარეობს და სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით არიან ლტოლვილები. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ თანხა გადაერიცხებათ ლიბანის, იორდანიის და თურქეთის მთავრობებს.
მისი თქმით, ევროპაში მიგრანტების პრობლემის დასრულებამდე არსებობს პრობლემა – მიგრანტების დახმარება ქვეყნის საზღვრების დაცვით.
ევროკავშირის ლიდერებმა ასევე შიდა საზღვრების გაძლიერების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი–ზუგდიდში ორი მაღაზია პირწმინდად გაქურდეს
შემდეგი სტატიაპუტინი: სირიის კრიზისის გადაჭრა მხოლოდ ასადის მხარდაჭერით შეიძლება