მერიის წარმომადგენლებმა გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე გვირაბები დაათვალიერეს

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

თბილისის მერიის წარმომადგენლებმა გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე არსებული წყალგამტარი გვირაბები დაათვალიერეს.
როგორც “თაიმერს” თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ, საპროექტო კომპანიებმა და ექსპერტებმა გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე არსებული წყალგამტარი გვირაბები დაათვალიერეს.
“გვირაბები, რომელშიც გზის ამ მონაკვეთზე მდინარე ვერე მიედინება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. დაზიანებული გვირაბების ნაწილის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება, მეორე ეტაპზე დარჩენილი გვირაბები შეკეთდება. საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე ვერეზე სულ 7 გვირაბია აშენებული, აქედან 6 ექვემდებარება რეაბილიტაციას, მეშვიდე გვირაბის ნაცვლად ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში,,ხელისუფლება გააგრძელებს რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას და ნერვებთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნება”
შემდეგი სტატიაოთარ დანელია სტიქიის შედეგებს კახეთში გაეცნობა