მერაბ ტურავა: ეთიკისა და სადისციპლინო კომისიის შექმნა იყო გარკვეული ზეწოლა ჩემზე

მერაბ ტურავა სადისციპლინო კომისიის მიერ მისი საქმის შესწავლას მოსამართლეზე ზეწოლად მიიჩნევს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

„ეთიკისა და სადისციპლინო კომისიის შექმნა იყო გარკვეული ზეწოლა ჩემზე, რომ გადაწყვეტილებაზე ნაჩქარევად მომეწერა ხელი. არ ვიცი, რატომ ჩქარობს და იჩქარა სასამართლომ. ის კი არ წერია კანონში, რომ უმრავლესობის ხელმოწერა საკმარისია გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად, არამედ წერია, რომ საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე აწერს ხელს გადაწყვეტილებაზე,“-განაცხადა მერაბ ტურავამ.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4414 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაგოგა ონიანი: სასამართლოში არაფერი წყდება, შუშის კოლბაში მიდის კონსულტაციები