მეორე „შავი ყუთის“ მონაცემები

meoreA 320-ის მეორე თვითჩამწერის შედეგები უკვე გაასაჯაროვა გამოძიების სამსახურმა. მათი თქმით, Germanwings -ის პილოტმა თვითმფრინავი ავტოპილოტის რეჟიმზე დააყენა და დაშვების რეჟიმზე გადაიყვანა, შემდეგ რამდენჯერმე გაზარდა ფრენის სიჩქარე.
მეორე თვითჩამწერის მონაცემები ამყარებენ გამოძიების ვერსიას, რომ თვითმფრინავის მეორე პილოტმა გააზრებულად მოახდინა ალპებზე შეჯახება, რასაც 150 ადამიანის დაღუპვა მოყვა.
მეორე თვითჩამწერი გუშინ იქნა ნაპოვნი.
„პილოტმა, რომელიც კაბინაში იმყოფებოდა, რამდენჯერმე შეცვალა ფრენის პარამეტრები, რომ თვითმფრინავის სიჩქარე გაეზარდა დაშვების პროცესში“ – ნათქვამია გამოძიების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
პირველი „შავი ყუთი“ კატასტროფიდან რამდენიმე დღეში იქმა ნაპოვნი და ის პილოტებს შორის დიალოგის ჩანაწერს შეიცავდა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი მეზღვაური 66 დღის შემდეგ იპოვეს ღია ზღვაში
შემდეგი სტატიაოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა