“მემგონი მათ ავიწყდებათ თავიანთი მოვალეობა”-ეკა ხერხეულიძე უმრავლესობის დეპუტატებზე

მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წარმომადგენლი უახლესი ისტორიის გაყალბებითაა დაკავებული

დეპუტატების კენჭისყრისთვის საჭირო რაოდენობა დღეს პარლამენტში ვერ შეგროვდა. რის გამოც სხდომა ჩაიშალა.

სხდომის ჩაშლას ოპოზიცია მმართველ გუნდს აბრალებს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს არ სჯერათ, რომ უმრავლესობიდან დეპუტატებმა ქუთაისში ჩასვლა EBRD-ის ღონისძიების გამო ვერ მოახერხეს.

“მაგალითად სოსო ჯაჭვლიანი, ისიც EBRD-ის ღონისძიებაზეა? ეს ხომ წარმოუდგენელია. მემგონი მათ ავიწყდებათ თავიანთი მოვალეობა, ისინი უნდა გამოცხადდნენ საპარალამენტო სხდომაზე” – აცხადებს ეკა ხერხეულიძე.

თავისუფალი დემოკრატების შეფასებით კი კოალიციას არ აქვს მუშაობის სურვილი.

სხდომის ჩასატარებლად 76 დეპუტატების დასწრებაა საჭირო. დღეს პარლამენტში კვორუმი მთელი დღის განმავლობაში ვერ შეიკრიბა. სხდომა პარასკევს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიავსტრიაში დარუპული სოფიკო ლოლაშვილის ოჯახს პრემიერი სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატია“ვშიშობ, დღეს დაფიქსირებული ლარის საგანგაშო კუსი არაა საბოლოო და ლარის ვარდნა გაგრძელდება”