მელიქიშვილის 49 ნომრიდან 20-მდე ოჯახი გამოასახლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

მელიქიშვილის 49 ნომრიდან 20-მდე ოჯახი გამოასახლეს. მათი განცხადებით, შენობის ახალმა მფლობელმა ოჯახები ისე გამოასახლა, რომ მათთვის შენობის დასაცლელად დრო არ მიუცია

როგორც “პირWელს” გაგრიდან დევნილმა ნანა ბოლქვაძემ განუცხადა, 20 ოჯახი აღნიშნულ შენობაში 6 წელია, ცხოვრობს და წასავლელი არსად აქვთ.

მისივე თქმით, შენობის გაყიდვის შესახებ ისინი გაფრთხილებული იყვნენ, თუმცა დრო არ მისცეს, რომ შენობა დაეცალათ.

შენობიდან გამოსახლების შემდეგ მცირე ხნით მათ ქუჩა გადაკეტეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ მოძრაობა მალევე აღადგინა.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე თინა ხიდაშელის კანდიდატურას მიესალმება
შემდეგი სტატიაირაკლი კორძაია ბესო ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების შეყოვნებას ნაცვლიშვილსა და ჯანყარაშვილს უკავშირებს