მეზობლების თქმით, ლელა ავლოხაშვილი ბინისთვის ფულს აგროვებდა

მძარცველების მიერ მოკლული ლელა ავლოხაშვილის ნაცნობები ამბობენ, რომ ცოლ-ქმარი ბინისთვის ფულს აგროვებდა და, შესაძლოა, მძარცველებმა ამის შესახებ იცოდნენ.

ამ ინფორმაციას  43 წლის ქალის, ლელა ავლოხაშვილის, მეზობლები და ახლობლები ავრცელებენ. ისინი გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ.

მეზობლების თქმით,  ქალის გარდაცვალების შესახებ მისი მეუღლისგან შეიტყვეს, რომელიც, მისივე მტკიცებით, წუხელ ქორწილში იმყოფებოდა. დილით სახლში დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა.

სავარაუდოდ, 43 წლის ქალი მძარცველებმა გაგუდეს.

მეზობლების ინფორმაციით, ბინიდან თანხა და ძვირფასეულობაა წაღებული. თუმცა, პოლიცია ჯერჯერობით  ძარცვის ფაქტს არ ადასტურებს. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად კი ექსპერტიზა დაინიშნა.

სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს. შემთხვევა თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

banner
წინა სტატიაშიქართველმა სამართალდამცველებმა ბრიუსელის მიერ ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაეკა გიგაური – ჩვენ წინააღმდეგ აგორებული კამპანიის გამო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას აღარ წარვადგენთ