მევენახეების მოთხოვნა უცვლელია – ისინი ყურძნის ფასის გაზრდას ითხოვენ

მევენახეების მოთხოვნა უცვლელია – ყურძნის ფასის გაზრდა. მევენახეებს რთველი2015-ის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე შეხვდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, გიორგი სამანიშვილი, კახელებს მოუწოდებს, ნუ აჰყვებიან არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას. მისი მტკიცებით, ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით პრობლემა არავის შეექმნება.

„ყურძნის ჩაბარება იწყება კახეთში და დღეს ვისაც დამწიფებული აქვს ყურძენი, მისი ჩაბარების პრობლემა არავის ექნება. დღეს ყურძენს 19 კომპანია იბარებს. აქედან 4 სახელმწიფო კომპანიაა,“ – აცხადებს სამანიშვილი.

მევენახეების აქცია კახეთში ამ დროისთვის დასრულებულია. მათ მიიღეს პირობა, რომ ორშაბათს მათი პრობლემის შესახებ მთავრობაში იმსჯელებენ. თუ მათ ორშაბათს პრემიერი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და გუბერნატორი არ შეხვდებიან, ისინი პროტესტის უფრო მწვავე ფორმას მიმართავენ.

ოპოზიცია ხელისუფლების მოქმედებებს არაადეკვატურს უწოდებს.

მევენახეებს გურჯაანში მაჟორიტარი დეპუტატი, გიორი ღვინიაშვილი, შეხვდა და მთავრობას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.

„მევენახეების მოთხოვნა აბსოლუტურად რეალური და სამართლიანია, რადგან ლარი ლარი აღარ არის და იმ ლარსაც აღარ აძლევენ ამ ხალხს,“ – აცხადებს გიორი ღვინიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ყურძნის სუბსიდირება არ იგეგმებოდა, თუმცა იმ პრობლემების გათვალისწინებით რაც მსოფლიოში შეიქმნა, გადაწყვეტილება მივიღეთ
შემდეგი სტატიაპან გი მუნის ახალი ინციატივა – გაეროს გენერალური მდივანი სწრაფი რეაგირების ძალების შექმნას ითხოვს