“მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში ვითარება გაუმჯობესდა”

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით ვითარება გაუმჯობესდა.

საერთაშორისო ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” დასკვნის მიხედვით, 2015 წელს, საქართველო ამ მხრივ 180 ქვეყანას შორის 69-ე ადგილს იკავებს, მაშინ როცა 2014 წელს 84-ე, ხოლო 2013 წელს მე-100 პოზიციას იკავებდა.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, პირველ ხუთეულში მედიის თავისუფლების მხრივ ფინეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები და შვედეთი შედიან, ბოლო ადგილზე კი ჩრდილოეთ კორეა და ერითრეა დასახელდა.

კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით მედიის თავისუფლების მხრივ ვითარება წელს გაუარესდა, რაც ექსტრემისტული დაჯგუფებების “ისლამური სახელმწიფოსა” და “ბოკო ჰარამის” გააქტიურებას უკავშირდება.

http://index.rsf.org/#!/index-details/GEO

banner
წინა სტატიაში„ფასები 100-მდე დასახელების მედიკამენტზეა გაზრდილი“-სერგეენკო
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო ადასტურებს, რომ თბილისის მერი მთავრობის წევრებს ჯოკია ბოდოკიას დაკავების შესახებ ესაუბრა