მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

საქართველო მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგში, რომელსაც “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აქვეყნებს, 180 ქვეყანას შორის 69-ე ადგილს იკავებს. გასულ წელს საქართველოს ამ რეიტინგში 84-ე ადგილი ეკავა.
ორგანიზაციის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ 2012-2013 წლების არჩევნების შემდეგ, საქართველო წინა წლებში დაწყებული რეფორმების შედეგებს იმკის. ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ მედიამფლობელების გამჭვირვალობა გაუმჯობესდა. თუმცა, საინფორმაციო გამოშვებები პოლიტიკურად პოლარიზებულია და ჯერ კიდევ არც თუ დამოუკიდებელია.
ამ რეიტინგში საქართველოს მეზობლებიდან სომხეთი 78-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი – 162-ზე, რუსეთი – 152-ე, თურქეთი 149-ე, უკრაინა 129-ე. სიის პირველ სამეულში არიან ფინეთი, ნორვეგია და დანია.

banner
წინა სტატიაში,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გარკვეული კომუნიკაციის პრობლემა არსებობს”
შემდეგი სტატია,,ყოფილ პრეზიდენტს არ ეკადრება…- იაცენუკი სააკაშვილს პასუხობს”