მედია ნემცოვის მკვლელობის გამოძიების შედეგებს აჯამებს

,,პოლიტიკოს ბორის ნემცოვის მკვლელობა პირად მოტივებზე მოხდა. პოტენციური შემკვეთი საქმეში არ ჩანს” – ამის შესახებ “კომერსანტი” წერს. გამოცემის თქმით, გამოძიება 2015 წლის ბოლომდე საქმის ყველა ფორმალური მხარის მოგვარებას აპირებს, რათა საქმე მოსკოვის მხარის სასამართლოს გადაეცეს.

გაზეთის წყაროების მონაცემებით, მუსირებული აზრი მკვლელობის დამკვეთების შესახებ არ მტკიცდება და მკვლელობის საბოლოო ვერსიად პირადი შურისძიება სახელდება, რომელიც ფრანგული ჟურნალის Charlie Hebdo-ს თავდასხმაზე პროტესტის გამოთქმამ გამოიწვია.

ბორის ნემცოვი მიმდინარე წლის 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ჩაცხრილეს. ოპოზიციონერს 4 ტყვია ესროლეს. ის ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობაში დანაშაულის ბრალდებით ბატალიონ “სევერის” ოფიცერი ზაურ დადაევი, ასევე ტამერლან ესკერჰანოვი, ჰამზატ ბაჰაევი და ძმები, ანზორ და შაგიტ გუბაშევები არიან დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიელისაბედ II-მ ბრიტანეთს რეკორდული დროის მანძილზე მართავს
შემდეგი სტატია,,ჩემი ნარკოტიკი ლელა წურწუმიაა, რომელსაც უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის”