მეგის ქარდავას ცოლისძმა დანით დაჭრეს

მეგის ქარდავას ცოლისძმა დანით დაჭრეს

მეგის ქარდავას ცოლისძმა დანით დაჭრესზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლის წინ, გუშინ გვიან ღამით, ბენზინგასამართ სადგურ „გალფის“ წინ მდებარე სამრეცხაოსთან მეგის ქარდავას ცოლისძმა ირაკლი ფიფია დანით დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. ირაკლი ფიფია ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოშია მოთავსებული. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დააკმაყოფილებელია. ირაკლი ფიფია და მისი ოჯახის წევრები მომხდარზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის პოლიციის საამმართველოში მომხდართან დაკავშირებით საქმეა აღძრული.
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ფიფია 2012 წლის არჩევნებამდე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეარტამენტში მუშაობდა. უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი მეგის ქარდავას ჯერ-ჯერობით უცნობია.

timer.ge

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებას” თანხები დეპუტატებმა და მთავრობის წევრებმაც გადაურიცხეს
შემდეგი სტატიაპარლამენტის 4 ახალი კომიტეტის თავმჯდომარის ვინაობა შაბათს გახდება ცნობილი