,,მეამაყება რომ ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყარა,, – ხიდაშელი ჰააგის თემას ეხმაურება….

მეამაყება რომ ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყარა,, - ხიდაშელი ჰააგის თემას ეხმაურება....

,,რამდენიმე დღიანი განშორების შემდეგ ფბ-ს დავუბრუნდი დღეს და ერთგვარი დაბნეულობა ვიგრძენი.
ჩემთვის უმნიშვნელოვანესი თემაა, ჩემი ცხოვრების თითქმის 2 წელი შევწირე პროკურორის დარწმუნებას
— რომ საქმე უნდა მიეღოთ წარმოებაში
— რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორისა და სასამართლოსთვის ქვეყნის ზომით არ უნდა იზომებოდეს ჩადენილი დანაშაულის ხარისხი და დამნაშავის დასჯა პოლიტიკურ კონიუნქტურას ან ქვეყნის სიძლიერე / სისუსტეს არ უნდა უკავშირდებოდეს.

მეამაყება რომ ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყარა და ეს საქმე თავის ლოგიკურ დასასრულს იპოვის.
საქართველოს ტეროტორიაზე აგვისტოს ომის დროს ჩადენილი იყო მრავლობითი ომის დანაშაული და დამნაშავე დასასჯელია.
დღეს გამოჩნდა რეალური შესაძლებლობა. და ეს ცალსახად მისასალმებელია.
აქვე ლინკი ანგარიშზე რომლიც მაშინ მოვამზადეთ და რომელსაც, თქვენი მონამორჩილი რამდენიმე თვის მანძილზე წერდა

1. დაბნეულობის მიზეზი არ არსებობს როდესაც ვისმენთ რომ ყველას ქმედებების გამოძიება მოხდება. აბა პროკურორს რა უნდა ეთქვა წუნსაწარ ვიცი რუსებმა ეთნო წმენდა ჩაიდინეს და ამიტომ მხოლოდ ამით დავინტერესდებიო?
დიახ, აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამ`ძიება უნდა მოხდეს და დანაშაული კი რომელიც ჩადენილი იყო თავისი მაშტაბურობით, ხარისხითა და სისასტიკით ჩემი მოკრძალებული აზრით სრულიად აკმაყოფილებს სასამართლოს მიერ დადგენილ პირობებს და ტესტს.
ეთნოწმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა მრავალი დანაშაული დარწმუნებული ვარ მოსამართლის ვერდიქტამდე მივა

2. დაბნეულობის მიზეზი არც ის უნდა იყოს თუ მოვისმენთ რომ ჩატარებული გამოძიება არა-ეფექტური იყო დ აქ სპეკულაციები არ არის საჭირო. by default არა ეფექტურია გამოძიება რომელსაც ქართული მხარე ჩაატარებს იმიტომ რომ დანაშაულის ადგილზე ვერ ჩადის, მტკიცებულებებს ადგილზე ვერ სწავლობს, მსხვერპლთან წვდომა შეზღუდული აქვს. აღარ გავაგრძელებ.
ისე რომ ნორმალურია, და სწორედ ამ არგუმენტს ვიყენებდი მე პირადად და ჩემი მეგობრები როდესაც ვარწმუნებდით პროკურორს რომ უნდა ჩართულიყო.

3. 7 წელი შეიძლება ბევრი დროა, მაგრამ იმ მასშტაბის დანაშაულის გამოსაძიებლად რაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსმა ჩაიდინა ეს განსაკუთრებულ პრობლემას არ შექმნის და ამასთანავე უზარმაზარი შრომა გაწიეს თავის დროზე “სოროსელებმა” და მოიძიეს, მოიკვლიეს, დოკუმენტირება მოახდინეს ყველაფრის რაც შესაძლებელი იყო.
და შემდეგ ეს ყველაფერი სწორედ დღევანდელი პროკურორის წინამორბერს გადავეცით ჰააგაში.,, აცხადებს ხიდაშელი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში,, და განცხადებასთან ერთად მის  რედაქტორობით ჰააგის თემაზე ადრე მომზადებული ანგარიშის ლინკსაც უთითებს.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ Су-27-ით იფრინა… (VIDEO)
შემდეგი სტატიააშშ-მ პუტინის წარგზავნილი მედვედევის მიღებაზე უარი განაცხადა…