მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობსრუსთავში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპირსამაგარი სამუშაოები ხორციელდება.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერეს.
მათივე ინფორმაციით, მდინარეზე არსებული ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპიროს ნაპირსამაგრი სამუშაოები 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა წყლის ნაკადის ასარიდებელი საწინააღმდეგო ქვანაყარი დამბის მოწყობა, ძველი დეფორმირებული ბეტონის კედლის დემონტაჟი, ამ დროისათვის კი მიმდინარეობს ახალი 34 მეტრიანი ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა.
აღნიშნული ობიექტი რუსთავის წყალმომარაგების სადგურს დაზიანებისაგან დაიცავს, რომელიც ქალაქისთვის წყლის შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 539.000 ლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიობამა და კემერონი Google-ს და Facebook-ს მონაცემებზე წვდომას სთხოვენ
შემდეგი სტატია”კონსტანტა ბანკის” შერწყმის გამო, დასვენების დღეებში ”თიბისი ბანკის” ზოგიერთი სერვისი შეიზღუდება