მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ოქროპირიძის ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის განცხადებით არსებობს საფრთხე, რომ გიორგი ოქროპირიძე მიიმალოს. მისივე განცხადებით არ არსებობს სამედიცინო დასკვნა სადაც იქნება დაწერილი, რომ ოქროპირიძეს სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება.

მოსამართლემ სასჯელაღსრულების სამინისტროსაც მიმართა და მოუწოდა მათ, რომ მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და გიორგი ოქროპირიძეს საპატიმროდან დარეკვის უფლება მისცენ.

გიორგი ოქროპირიძე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში ცრუ დასმენისთვის იმყოფება. ადვოკატების შეფასებით, ის უკანონო პატიმარია, რადგან უკვე 13 თვეა წინასწარ პატიმრობაშია.

banner
წინა სტატიაში,,მათ, ვინც მორჩილია – აწინაურებენ, ვინც არა – ათავისუფლებენ თანამდებობებიდან”- ალასანია ივანიშვილზე საუბრობს
შემდეგი სტატია„ქალაქის მთავრობა პრინციპში გადამდგარია, დაცვაღა დარჩა, მგონი, მერიაში”