მაშველებმა მდინარე რიონიდან ორი ბავშვი გამოიყვანეს

ქუთაისში მდინარე რიონიდან მაშველებმა ორი ბავშვი გამოიყვანეს.

ბავშვები მდინარის შუაში ქვებზე იდგნენ და ადიდებული მდინარის გამო გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, დილით რიონზე წყლის დონე დაბალი იყო და ბავშვები მდინარეში ქვებზე თამაშობდნენ. წყლის დონემ მოულოდნელად აიწია, რის გამოც ორი ბავშვი მდინარის შუა ნაწილში ქვებზე შემორჩა.

მაშველებმა მათი გამოყვანა სპეციალური აღჭურვილობით შეძლეს. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც.

ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი კომიტეტში მინდია ჯანელიძის მიუსვლელობის მიზეზებს ასახელებს
შემდეგი სტატიალიუდმილა პუტინა: ჩემი ყოფილი ქმარი უკვე დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის…რუსეთს პუტინის ორეული მართავს