მაუდის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიას მოქალაქეებს ატოვებინებენ

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, მაუდის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც მივიდნენ. რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს, როგორც ისინი აცხადებენ, მათი გასვლა საჭირო არ არის.

მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე ცხოველმა მამაკაცი დაგლიჯა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მტაცებელი ცხოველის მიერ დაგლეჯილ მამაკაცს ცხოველმა ყელი გამოაჭამა, ხოლო მეორე ადამიანს ხელზე უკბინა.

ადგილზე სპეცრაზმის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ისინი ცხოველის გაუვნებელყოფას ცდილობენ. ისმის სროლის ხმა.

banner
წინა სტატიაშიჯერჯერობით უცნობია, ცოცხალია თუ არა მტაცებლის მიერ დაგლეჯილი მამაკაცი.
შემდეგი სტატია„ვაკე-საბურთალოს გზატკეცილის მთლიანად გაუქმება არ იქნება გამართლებული“