“მარჯვენა სექტორის’ ლიდერი, რომელიც მოხალისედ იბრძოდა დონეცკის აეროპორტში თავის არეში დაიჭრა

“მარჯვენა სექტორის’ ლიდერი, რომელიც მოხალისედ იბრძოდა დონეცკის აეროპორტში თავის არეში დაიჭრა. ამ წუთებში დიმიტრი იაროში პროფილაქტიკურ მკურნალობას გადის.

რამდენიმე თვის წინ რუსულ მედიაში იაროშის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა. რადიკალური დაჯგუფება “მარჯვენა სექტორი” იაროშმა გასული წლის დეკემბერს, ევრომაიდნის მოვლენების შემდეგ დააარსა. მოგვიანნებით მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა. მისი ლიდერი დიმიტრი იაროში საპრეზიდენტო არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 1 პროცენტი მოიპოვა. ამჟამად იაროში უმაღლესი რადის დეპუტატია.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის სამხედრო პროკურატურამ სმოლენსკის აეროპორტის დისპეტჩერების საუბრების სტენოგრამა გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაობამას განცხადებით რუსეთის ეკონომიკისაგან მხოლოდ რქები და ფეხებიღა დარჩა