მარტინ შულცი: ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს

ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს, როგორც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მოწინავე ქვეყანას, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს , – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებას. პრემიერი ვიზის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ ტექნიკური პროცედურები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას წარმოადგენს, რომლის ეფექტურ განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა საქართველოს როლს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის, რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: საქართველო ვერ მიიღებს ვერც მკაფიო პერსპექტივას ევროკავშირში გაწევრიანების და ვერც უვიზო მიმოსვლას