მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი საზეიმოდ გაიხსნადღეს, მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი საზეიმოდ გაიხსნა. სტადიონის რეაბილიტაცია ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოეწყო სტადიონის სადრენაჟე სისტემები, დაიგო მაღალი ხარისხის ხელოვნური ბალახის საფარი. სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ 621 000 ლარი გამოიყო.

სტადიონი 2000 მაყურებელზეა გათვლილი. ახლად გახსნილ სტადიონზე საფეხბურთო შეხვედრა გაიმართა.ერთმანეთს მარტვილის ,,მერანი“ და ცხინვალის ,,ცხინვალი“ შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა რუს მილიარდელებს გარიგება დაუბლოკა
შემდეგი სტატიაგონჩარენკოს დაკავებით რუსეთი ტერორისტების გვერდით დადგა – აცხადებენ უკრაინის ხელისუფლებაში