მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად მარტვილის რაიონში ორი კანდიდატი იბრძვის.
“პატრიოტთა ალიანსის”კანდიდატმა ეთერ მეძველიამ საკუთარი არჩევანი ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალიტეტს უკეთეს მომავალს ჰპირდება.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო “ქართული ოცნების” კანდიდატმა სოსო დანელიამ. მან ხმა სოფელ გაჭედილში, მე- 11 საარჩევნო უბანზე მისცა.