მარტვილელებო „გილოცავთ“ თქვენ რქები დაგადგეს!!!–ზურაბ ბიგვავა

მარტვილელებო „გილოცავთ“ თქვენ რქები დაგადგეს!!!–ზურაბ ბიგვავა

კოალიცია „ქართული ოცნების“, მარტვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ ბიგვავა, მარტვილში შექმნილ მდგომარეობას ეხამურება და მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარეს და მთლიანად საკრებულოს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს.

„პირველ რიგში უპასუხისმგებლო თავმჯდომარეს სასამართლოს განჩინებით ვაიძულებ აღასრულოს უფლება-მოვალეობა, რისთვისაც უხდიან მას ხელფას. სამწუხაროდ მარტვილის საკრებულოს დღეს ყავს ყველაზე სუსტი თავმჯდომარე, რომელიც ოდესმე ყოლია მას, მისი არსებობის მანძილზე–განაცხადა ზურაბ ბიგვავამ „თაიმერთან“ საუბარში. მისივე თქმით საკრებულოს სხდომები ხშირად ტარდება მოუმზადებლად, დღის წესრიგის დამტკიცების გარეშე ბიუროს მიერ და კომისიებში ამ საკითხის გაუტანლად. არ არსებობს საკრებულოს სხდომის გრაფიკი, რომელიც უნდა დგებოდეს სამი თვით ადრე ყოველკვარტალურად.

„საკრებულოს თავმჯდომარემ დაუშვა კანონსაწინააღმდეგოდ ფრაქციების შექმნა, რითაც მან ქართული ოცნების უმრავლესობით და მართული ოპოზიციით დააკანონა ბიუჯეტის დატაცების სხემა. მათ დაარღვიეს რამოდენიმე მუხლი და პირადი ინტერესებისათვის შექმნეს ფრაქციები, რომელიც ემსახურება მხოლოდ ბიუჯეტიდან სახსრების მიღებას პირადი ინტერესებისათვის და პირადი კეთილდღეობისთვის“.

მე, ყველაფერს გავაკეთებ ამ ფრაქციების დასაშლელად კანონის ფარგლებში და მათ ვაიძულებ, რომ უკან ბიუჯეტში დააბრუნონ უკანონოდ მითვისებული თანხები–აცხადებს „თაიმერთან“ ზურაბ ბიგვავა

„ასევე, ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ადგილობრივნა ხელისუფლებამ დეკემბრის თვეში საახალწლო დანამატის სახით მიეღეს თანხები ერთთვიანი ხელფასის ოდენობით და იანვრის თვეში დანამატის სახით კვლავ ერთთვიანი ხელფასის ოდენობით”

მოკლედ მარტვილს დღევანდელი საკრებულოს და გამგეობის სახით, ზურაბ ბიგვავას თქით ჰყავს „ტარტაროზი ბიუჯეტჭამიები“. სამწუხაროდ მათ მარტვილის მოსახლეობას დაადგეს ისეთივე რქები, როგორსაც ადგამს მსუბუქი ყოფაქცევის ქალი მეუღლეს. როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა გაჭირვების ზღვარს მიღმაა, ხელისუფლებას არა აქვს ამის ფუფუნება, თანაც მაშინ, როცა მუქთახორა ხარ და არფერს აკეთებ იმ ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ვინც მართვის მანდატი მოგცა. მარტვილელებო „გილოცავთ“: თქვენ რქები დაგადგეს!!!

banner
წინა სტატიაში2015 წლის 1 მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება
შემდეგი სტატიაობამას ადმინისტრაციას ჟურნალისტების ზეწოლაში ადანაშაულებენ