მარსზე წყალი აღმოაჩინეს

მარსზე წყალი აღმოაჩინეს

მარსზე წყალი აღმოაჩინესსწავლულებმა, რომლებიც მარსს იკვლევენ, განაცხადეს, რომ პლანეტის მუქი ხაზები, რომელიც თბილ დროს ჩნდება, შესაძლებელია წყლის თხევადი მდგომარეობის პერიოდული ნაკადისგან იყოს.
ნასას თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე თავისებური ზოლები ჩანს, რომელიც დალექილ მარილს გავს.
კვლევებში, რომელიც ჯორჯიას უნივერსიტეტში ასტრონომ ლუდჟერდ ოჯის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, აღნიშნულია, რომ ეს მონაცემები შესაძლებელია იმაზე მიუთითებს, რომ მარსზე ახლაც არის რაღაც ფორმით გამოხატული სიცოცხლე, ამასთანავე, სიცოცხლის ეს ფორმა ისეთ პრიმიტიულ ფორმებს სცილდება, როგორიც არის მიკრობები.

მეცნიერები დიდი ხანია იკვლევენ არის თუ არა წყალი თხევად ფორმაში მარსზე. უკანასკნელი 15 წლის მანძილზე მიმდინარე კვლევები და დალექილი მარილები რამდენიმე ვერსიის საშუალებას იძლევა.
ნასას ორბიტალურ აპარატს Mars Reconnaissance Orbiter საკუთარ ბორტზე გააჩნია Crism, რომელსაც პლანეტის ზედაპირზე მატერიის ქიმიური შემადგენლობის დადგენა შეუძლია. აპარატი ოთხი სხვადასხვა მხრიდან აფიქსირებს მარილების ნაკადის მოძრაობას მარსის წელიწადის განმავლობაში.
Crism-მა განსაზღვრა, რომ ნაკადი შეიცავს ქლორატებს, ქლორიდებს და პერქლორატის ნატრიუმს, რაც წყლის გაყინვის ტემპერატურას ამცირებს.

იმის გათვალისწინებით, რომ პლანეტაზე ნულს ქვევით არის ტემპერატურა, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ წყალი თხევად მდგომარეობაში მხოლოდ მარილების შემცველობის გამო შეიძლება არსებობდეს.
მეცნიერების ვარაუდით, წყლის გაყინვის წერტილი -80 გრადუსი ცელსიუსი შეიძლება იყოს. დაბალი წნევის გამო კი, დუღილი +10 გრადუს ცელსიუსზე მიმდინარეობს.
მარსის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით -62 გრადუსია. ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა კი +21 გრადუსი ცელსიუსია. მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ზოლები ზუსტად მაშინ ჩნდება, როცა წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობისთვის საჭირო პირობები იქნმება.
ამასთანავე, ჯერჯერობით გაურკვეველია, საიდან ჩნდება წყალი, რომელიც კვალად მარილებს ტოვებს. მეცნიერები, ორბიტის აპარატის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ეკვადორის რაიონში მოძრაობს, ვარაუდობენ, რომ წყლის მარაგი სიღრმეში არსებობს ყინულის სახით.
არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ მარილები წყალს პლანეტის ატმოსფეროდან იწოვენ.
ასევე, ერთ-ერთი ვერსიით, მარილებს ზედაპირზე წყლისმატარებელი ზედაპირი უშვებს. ამასთანავე, ადგილები, სადაც შესაძლებელია ისინი იყვნენ, არ ემთხვევა მარილების ნაკადს.
მეცნიერები თვლიან, რომ მარილის ზედაპირი პლანეტის სხვადასხვა ნაწილზე, წყლის სხვადასხვა წყაროსგან ჩნდება.
ლონდონის მუზეუმის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ჯო მიხალსკის ვარაუდით, მარსზე წყლის არსებობა პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას ნიშნავს.
«დედამიწაზე, ექსტრემალურად გვალვიან ადგილებშიც როცა წყალს აღმოვაჩენთ, იქვე სიცოცხლეს ვპოულობთ. ასე, რომ მარსზე წყლის აღმოჩენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იქ სიცოცხლის რაიმე ფორმით არსებობის დასადასტურებლად» – ამბობს მეცნიერი.
თუკი მარსზე წყალია, მეცნიერებმა უნდა გადაწყვიტონ, შეუძლიათ თუ არა ამ რეგიონებში საკუთარი კოსმოსური აპარატების გაგზავნა, რადგანაც, როგორც ბრიტანეთის კოსმოსური სააგენტოს დოქტორი პიტერ გრაინდროდი ამბობს, ზოგადი წესების მიხედვით, დედამიწის კოსმოსური აპარატების გაგზავნა იმ ადგილებში, სადაც წყლებია, ან შესაძლებელია რაიმე სახით სიცოცხლეც, არ შეიძლება.
“ჩვენ ჩვენი აპარატების სტერილურობას ვერ უზრუნველვყოფთ, როცა ისინი კოსმოსში იქნებიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მიკრობები იქ მოხვდება, რაც იქაურ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის” – ამბობს დოქტორი გრაინდროდი.

banner
წინა სტატიაში,,საქართველო არჩევნის ქვეყანა ხდება”
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილმა CNN-ის ეთერში პუტინისა და ობამას შეხვედრაზე ისაუბრა