რუსეთის დუმას დსთ-ს საკითხების კომიტეტის წევრმა ილია დროზდოვმა რადიოსადგურ “ლაპარაკობს მოსკოვის” ეთერში განაცხადა, რომ მარია გაიდარმა მოქალაქობა უნდა გამოიცვალოს, რადგანაც უკრაინაში ოდესის ვიცე-გუბერნატორის პოსტი უკავია.
“რუსეთის ტერიტორიაზე მას საქმე არა აქვს” – განაცხადა დროზდოვმა და დაამატა, რომ მისთვის გაურკვეველია, როგორ შეუძლია რუსს მიხეილ სააკაშვილთან მუშაობა: “მსგავს სუბიექტთან, რომელიც სიძულვილს რუსეთის მიმართ არ მალავს. ზოგადად, ჩვენ გვქნდა მსგავსი მაგალითები მეორე მსოფლიო ომის დროს – გენერლები ვლასოვი, კრასნოვი. ვფიქრობ, ეს დაახლოებით იგივეა” – თქვა დეპუტატმა.
მარია გაიდარის ოდესის ვიცე-გუბერნატორად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა.
გაიდარი “ეხო მასკვის” ჟურნალისტია და ოდესის გუბერნიაში სოციალურ სფეროს უხელმძღვანელებს.