მართლმადიდებელური ეკლესია დღეს მოციქულების – პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

მართლმადიდებელური ეკლესია დღეს მოციქულების – პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საზეიმო ლიტურგიას აღავლენს.
დღესასწაულს წინ ხუთკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 8 ივნისს დაიწყო.
პეტრესა და პავლეს, თავისი ღვაწლით, ქრისტეს მოციქულებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. სწორედ ამიტომ ეკლესია მათ “თავმოციქულებად” იხსენიებს.
წმინდა პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა გახლდათ. ქრისტეს ხმობამდე იგი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზე იყო. პეტრე ერთ-ერთი იყო, ვინც თაბორის მთაზე უფლის ღვთიური დიდების მოწმე გახდა. უფლის ამაღლების შემდგომ, სულთმოფენობისას, პეტრე პირველქრისტიანული თემის წინამძღოლი გახდა. იმპერატორ ნერონის ბრძანებით, პეტრე მოციქული შეიპყრეს და განაჩენად ჯვარცმა გამოუტანეს. ვინაიდან პეტრე თავს უღირსად თვლიდა, რომ მისი მასწავლებელივით აღსრულებლიყო, ჯალათებს სთხოვა, თავქვე ეცვათ ჯვარს.
წმინდა მოციქული პავლე კი წარმოშობით ბენიამენის ტომიდან იყო და თავის მოციქულებრივ მსახურებამდე სახელად სავლე ერქვა. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ პავლე ქრისტიანობას აქტიურად ქადაგებდა. ერთ-ერთი გადმოცემით, მან იმპერატორის მეღვინეთუხუცესი მოაქცია, რისთვისაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და თავი მოკვეთეს.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, პეტრე და პავლე მოციქულები მოწამეობრივად ერთ დღეს აღესრულნენ, სხვა გადმოცემით კი, პავლეს თავი პეტრეს ჯვარცმიდან ერთი წლის შემდეგ მოკვეთეს.
მათი ხსენების დღესასწაული იმთავადვე დაწესდა, IV საუკუნეში კი კონსტანტინე დიდმა რომსა და კონსტანტინეპოლში პეტრესა და პავლეს სახელზე ტაძრები აღმართა.
banner
წინა სტატიაშისუპერ თასის ბილეთების გაყიდვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპოლიციამ უკანონო თევზჭერის ფაქტზე სამი პირი დააკავა