მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა შობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნეს

შობას დღეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშიც აღნიშნავენ. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად ამ დღეს ზეიმობენ სერბეთში, რუსეთსა და უკრაინაში. მთავარი საშობაო ლიტურგია ტრადიციულად ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარში გაიმართა. ლიტურგიას იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე III უძღვებოდა.

ქრისტიანული სარწმუნოების თანახმად, ეს ტაძარი ზუსტად იმ ადგილასაა აგებული, სადაც მაცხოვარი იშვა, ამიტომ ყოველწლიურად მოწრმუნეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შობის შესახვედრად სწორედ ბეთლემში ჩადიან.

მაცხოვრის შობის ტაძარი აღმოსავლურ ეკლესიებსაც ეკუთვნით და კათოლიკურსაც, რომელიც შობის დღესასწაულს ტრადიციულად 25 დეკემბერს აღნიშნავს.

მარლმადიდებელთა ნაწილი კი დღესასწაულს იულიუსის კალენდრის მიხედვით 7 იანვარს ზეიმობს. მათ შორისაა უკრაინა. მთვარი საშობაო ლიტყურგია კიევის წმინდა ვლადიმერის ტაძარში პატრიარქმა ფილარეტმა ჩაატარა და მშვიდობისთვის ილოცა.

შობას აღნიშნავენ რუსეთშიც. სადღესასწაულო ლიტურგია მოსკოვში მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსეთის ეკლესიის მეთაურმა კირილმა ჩაატარა.

7 იანვარს შობას ზეიმობენ სერბეთშიც. ტრადიციულად სადღესასწაულო ლიტურგია ბელგრადში წმინდა სავას სახელობის ტაძარში იმართება. თუმცა ღვითისმსახურების დაწყებამდე ეკლესიის წინ მუხის ხეს წვავენ.

მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა კი სტამბოლში მაცხოვრის განცხადების დღე აღნიშნეს. ტაძარში ლოცვის დასრულების შემდეგ მორწმუნეებმა მდინარე ბოსფორისკენ მსვლელობა მოაწყეს. ტრადიციულად მდინარეში პატრიარქმა ჯვარი გადაადგო პილიგრიმები კი ერთმანეთს წყლიდან მის ამოტანაში ეჯიბრებიან.

წლევანდელი გამარჯვებული ბულგარელი მოწმრუნე გახდა, რომელმაც პატრიარქისგან წყლიდან ამოტანილი ჯვარი საჩუქრად უკვე მეექვსედ მიიღო.

banner
წინა სტატიაშინავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე რეკორდულად ეცემა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს უმასპინძლებს