მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს მართლმადიდებლები მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობენ.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში შეასრულებს.

ბზობა ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმში ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას.

ტრადიციულად ამ დღესასწაულზე ტაძრებში მრევლი ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

დიდმარხვა წელს 23 თებერვალს დაიწყო და 12 აპრილს აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაგანგებო მობილიზება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან