„მართლა არ ვიცი, რაზეა საუბა“ – ზვიად კვაჭანტირაძე თავდაცვის მინისტრის პარლამენტში დაბარებაზე

უმრავლესობის წარმომადგენელს თავდაცვის მინისტრთან შეკითხვები არა აქვს. თუმცა, ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ შეკითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.

„მერე მეცოდინება, რაზეა საუბარი და, შესაძლოა, თავადაც მივიღო გადაწყვეტილება. მართლა არ ვიცი, რაზეა საუბარი. თუკი არის შეკითხვები, პასუხები უნდა გაეცეს,“ – აცხადებს უმრავლესობის წარმომადგენელი.

ზვიად კვაჭანტირაძისგან განსხვავებით, ნაციონალური მოძრაობა თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას მიესალმება.

დავით დარჩიაშვილის თქმით, ოპოზიციას მინდია ჯანელიძესთან საკმაოდ მნიშვნელოვანი შეკითხვები აქვს. მათ შორის, ნატო-ს საწვრთნელ ცენტრთან დაკავშირებით, ასევე თავდაცვის უწყებიდან იმ თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი, ვისაც ნატო-ს კუთხით ინსტიტუციური მეხსიერება აქვს.

„საინტერესოა, რა ხდება იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრის პირველი მოადგილე არის ნინო ბურჯანაძის ანტი-ნატოური მოძრაობის წარმომადგენელი. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ერთია დეკლარაცია, თუ რას იტყვის ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი საგარეო პოლიტიკაზე და მეორეა რეალურად რა კეთდება,“ – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდევნილმა ოჯახმა ფოთში ცენტრალური გზა გადაკეტა
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლიას პასუხი გია ვოლსკს